პროექტის რეფლექსია





                                           რეფლექსია
                    პროექტი- ჩვენი ზღაპარი“
 აპრილის თვეში  თბილისის კლასიკური გიმნაზიის 66კლასის მოსწავლეები გვესტუმრნენ წეროვანის  #3 საჯარო სკოლაში. კერძოთ კლასიკური გიმნაზიის 66კლასის მოსწავლეებმა სურვილი გამოთქვეს 63კლასის მოსწავლეებთან დამეგობრებაზე .კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებმა ისტ-ის გაკვეთილებზეშექმნეს ანიმაციები იგავ -არაკებზე,ქართულ.რუსულ და ინგლისურ ენებზე.მათ წარმოადგინეს და გაგვაცვნეს თავიანთი ნამუშევრები.
  შემდეგ ერთობლივად დავგეგმეთ ახალი ანიმაციების შექმნა ,,სულხან-საბას იგავარაკებზე“ეს იქნებოდა ორივე სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეების ერთობლივი პროექტი.
წეროვნის #3 საჯარო სკოლის მე-6კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ პროექტში, ორივე სკოლის მოსწავლეები დაუმეგობრდნენ ერთმანეთს დაამყარეს ურთიერთობა თანატოლებთან,უზიარებდნენ ერთმანეთს გამოცდილებას,ეკონტაქტებოდნენ ელექტრონული ფოსტით. შექმნეს 10 იგავ-არაკების ანიმაცია ქართულ, რუსულ და ინგლისურ  ენაზე.
 წეროვნის #3საჯარო სკოლის 63კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფებში.წინასწარ დაიგეგმა კლასიკურ გიმნაზიაში ჩასვლა და ნამუშევრების პრეზენტაცია .წარვადგინეთ ჩვენს მიერ გაკეთებული ანიმაციები ქართულ ზღაპრებზე. დასკვნით ღონისძიებაზე წეროვნის #3საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა :  იცეკვეს-სამბა. შეასრულეს ფორტეპიანოზე ნაწარმოებები.
კლასიკურ გიმნაზიაში იყო გულთბილი შეხვედრა. დავათვალიერეთ ისტორიული სკოლა,მუზეუმი,სკოლაში არსებული ეკლესია,საკლასო ოთახები.
ჩემთვის პროქტი იყო ეფექტური და ბევრის მომცემი . ამან ჩემს მოსწავლეებში სწავლის მოტივაცია აამაღლა.ვიმედოვნებ ეს ყველაფერი გაკვეთილის დაგეგმვაში და ჩემს მომავალ საქმიანობაში დამეხმარება.

წერონის #3 საჯარო სკოლის  ი.ს.ტ-ის  პედაგოგი  ქეთევან შავერზაშვილი








Comments

Popular posts from this blog

პროექტი "ჩვენი ზღაპარი"