პროექტი "ჩვენი ზღაპარი"

პროექტის შესახებ
პროექტის სახელწოდება: ჩვენი ზღაპარი“
პროექტის აღწერა
  ვასწავლი თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში ისტ-ის საგანს, ჩვენს გიმნაზიას დიდი ტრადიციები აქვს   სკოლებთან ერთობლივი პროექტების განხორციელების.
      მე როგორც ისტ-ის მასწავლებელი ყოველთვის ვცდილობ იმ ცოდნას რასაც მოსწავლე იღებს ჩემგან დასამახსოვრებელი და პრაქტიკაში ადვილად განსახორციელებელი და საინტერესო იყოს, მან არასოდეს არ იფიქროს იმაზე რომ აი ამ გაკვეთილის შემდეგ ეს ყველაფერი აღარასოდეს დამჭირებაო; სწორედ ამ მიზნით ვცდილობ ყოველი გაკვეთილი საინტერესო იყოს ვეძებ სხვადასხვა მასალებს სხვადასხვა საგანში და ვცდილობ რა და როგორ დაუკავშირო ამ თემას.
       წეროვანში არის დევნილთა სკოლა მინდა, რომ დავგეგმოთ და გავაკეთოთ პროექტი სადაც ჩვენი მოსწავლეები უფრო დაუახლოვდებიან ერთმანეთს, გაუზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას. ამ პროექტით ერთმანეთს გააცნობენ თავიან ნამშევრებს ჩვენმა მოსწავლეებმა შექმნეს ანიმაციები სულხან-საბას იგავ-არაკებზე, ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე; გვინდა ვესტუმროთ მათ და წარუდგინონ მოსწავლეებმა თავიანთი ნამუშევრები, შემდეგ ერთობლივად დავგეგმოთ ახალი ანიმაციების შექმნა ისინი ჩვენთან ჩამოვლენ და ერთმანეთის დახმარებით შეიქმნება ახალი ანიმაციები ქართულ ზღაპრებზე, ეს იქნება ერთობლივი ნამუშევარი ორივე სკოლის მე-6 კლაისის მოსწავლეების.
  
მიზანი: ცოდნის გაზიარება, შეძენილი ცოდნის  ანალიზი, შეფასება და გამოქვეყნება. ურთიერთ სწავლება, სწავლაში მოსწავლეთა მაქსიმალუ ჩართულობა, დამოუკიდებლად დაგეგმონ და შეიმუშავონ სამუშაო თემები გუნდური მუშობა,, დაამყარონ ურთიერთობა თანატოლებთან.
საგანი: ისტ, ქართულიენა და ლიტერატურა;
ასაკობრივი ჯგუფი: მე-6 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 35
ესგ-თან კავშირი:
ის ტექნ. VI.1.   მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
ის ტექნ. VI.2. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს.
ის ტექნ. VI.3.   მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.
ის ტექნ. VI.4. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა  და თანამშრომლობისათვის.

 




დაგეგმილი აქტივობები:
·         მასალის მომზადება და წეროვანის დევნილთა სკოლაში სტუმრობა მე-6 კლასთან;
·         ნამუშევრების წარდგენა, პრეზენტაცია დამეგობრება;
·         სკაიპით ჩართვა მომავალი შეხვედრის დაგეგმვვა წინარე სამუშაოების შესრულება ტექსტების შერჩევა და გამზადება;
·         თბილიში სტუმრობა ერთობლივი გაკვეთილის დაგეგმვა და მუშაობა;
·         ნამუშევრების პრეზენტაცია დასკვნითი ღონისძიება;
მოსალოდნელი შედეგი:
·         ერთობლივად შექმნილი ანიმაციების დისკზე ჩაწერა და გამოქვეყნება სასწავლო რესურსისი სახით;
·         ერთობლივი სამუშაოების მოკლე ვიდეო ჩანახატი და პრეზენტაციის მომზადება;

·         მომავალში ახალი გეგმების დასახვა და შემუშავება;

Comments

Popular posts from this blog

პროექტის რეფლექსია